რუსეთში ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
„ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან აზერბაიჯანის ურთიერთობები სერიოზული და ღრმაა და ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან რეგიონული თანამშრომლობის პოტენციალი მაღალია“, – განაცხადა პუტინმა.
ალიევი შეხვედრაზე შეეხო რეგიონულ საკითხებსაც და მადლობა გადაუხადა რუსეთს ძალისხმევისთვის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ძალისხმევას და ის ფაქტი, რომ თქვენ მიიღებთ მონაწილეობას სამმხრივ შეხვედრაში დღეს, ასევე აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას“, – განაცხადა ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირველად მიიღო მონაწილეობა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში.