რუსეთში უშიშროების საბჭოს სხდომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ვითარება განიხილეს
რუსეთში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და საბჭოს წევრებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული მდგომარეობა განიხილეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
მისი თქმით, საბჭოს წევრებმა სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიცვან. ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მხარეებს შორის შუამავლის როლი ითამაშოს.
პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებს ბოლო დროს მის მიერ გამართული სატელეფონო საუბრების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.