რუსეთში უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშოებაში ეჭვმიტანილი სამხედრო დააკავეს
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ქალაქ ბარნუალში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასსი“ ავრცელებს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, სამხედრო მოსამსახურე უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობდა და მათ საიდუმლო ინფორმაცია გადასცა.
დაკავებულს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.