რუსეთში სომხეთის ელჩი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის მხრიდან 30 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში სომხეთის ელჩი ვარდან ტოგანიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის მხრიდან 30 ადამიანი დაიღუპა.
რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან“ საუბარში სომეხმა დიპლომატმა განაცხადა, რომ დაღუპულების დიდი ნაწილი სამხედრო მოსამსახურეა.
„დაზარალებულთა შესახებ სხვადასხვა მონაცემი არსებობს. ბოლო მონაცემებით, სომხურ მხარეს 30-მდე მსხვერპლი ჰყავს. ისინი ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები არიან“, – აღნიშნა ტოგანიანმა.
დიპლომატის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებებში, კვირიდან ორშაბათამდე, გამოიყენებოდა შეიარაღების ფართო სპექტრი, მათ შორის მძიმე არტილერია, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო დრონები.