რუსეთში სკოლის მოსწავლე თანაკლასელ გოგონას და მასწავლებელს დანით თავს დაესხა
რუსეთის ქალაქ სტერლიტამაკში სკოლის მოსწავლე თანაკლასელ გოგონას და მასწავლებელს დანით დაესხა თავს. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ სკოლის მოსწავლემ ერთ-ერთ ოთახში საწვავი შეიტანა და ხანძარი გააჩინა.
მოგვიანებით თავდამსხმელმა დანით თვითდაზიანებები მიიყენა. ცეცხლის გაჩენის შემდეგ სკოლაში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის შემდეგაც ერთ-ერთი მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 17 წლის თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.