რუსეთში შპიონაჟში ბრალდებულ ნორვეგიის მოქალაქეს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთში შპიონაჟში ბრალდებულ ნორვეგიის მოქალაქეს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში ნორვეგიის მოქალაქეს შპიონაჟის ბრალდების გამო 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 63 წლის ფროდ ბერგი მოსკოვში 2017 წელს დააკავეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ის ნორვეგიისა და რუსეთის საზღვარზე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ის რეალურად რუსეთის კუთვნილ წყალქვეშა გემებზე აგროვებდა ინფორმაციას. ბერგმა აღიარა, რომ ნორვეგიული დაზვერვისთვის კურიერად მუშაობდა, თუმცა ამასთან აცხადებს, რომ მას მისიასთან დაკავშირებით საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა.

ნორვეგიელი ფროდ ბერგის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი საქმეს ისე აკეთებდა, მასზე რეალური წარმოდგენა არ ჰქონია. როგორც ცნობილია, ბერგი განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს, თუმცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან შეწყალებისთვის იბრძოლებს. ამასთან ერთად, ადვოკატის თქმით, ევროპული სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის გათავისუფლებისთვის მოსკოვთან დიპლომატიურ ხერხებსაც მიმართავს.