რუსეთში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რუსეთში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. არსებობს აფეთქების და მავნე ნივთიერებების ჰაერში მოხვედრის საფრთხე.

კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად, ბოლო ცნობით, დაღუპულია ოთხი ადამიანი. მათ შორის სამი ბავშვი და ერთი ქალია.

ამასთან, უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი კი 26-ს აღწევს.

როგორც საგანგებო სამსახურებში აცხადებენ, ცეცხლი მეოთხე სართულზე გაჩნდა და 1500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. ამას მოჰყვა სავაჭრო ცენტრში მდებარე ორ კინოთეატრში ჭერის ჩამონგრევა. დაიწვა კონტაქტური ზოოპარკიც და იქ არსებული ცხოველები.

მაშველებმა 100 ადამიანი გადარჩენა შეძლეს. რაც შეეხება დაღუპულებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ისინი კვამლით დაიხრჩვნენ. ადგილზე მობილიზებულია ლაბორატორია, რომელიც ჰაერში მავნე ნივთიერებების რაოდენობას იკვლევს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაიწყო.

გამომძიებლები შენობის მეპატრონეებს ეძებენ.