რუსეთში სატრანსპორტო თვითმფრინავმა დაშვებისას კატასტროფა განიცადა
რუსეთში სატრანსპორტო თვითმფრინავმა დაშვებისას კატასტროფა განიცადა

რუსეთში სატრანსპორტო თვითმფრინავმა დაშვებისას კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა ირკუტსკში მოხდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი რადარებიდან მოსკოვის დროით 14:45 წუთზე გაუჩინარდა. მაშველებმა თვითმფრინავი ქალაქ ირკუტსკიდან შვიდი  კილომეტრით დაშორებულ სოფელ პივოვვარიხასთან აღმოაჩინეს.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი, ბელარუსულ კომპანია „გროდნოს“ ეკუთვნოდა. მისი ეკიპაჟის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ბელორუსის, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი შვიდივე მგზავრი დაიღუპა.