რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 370-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიც.
შეაგხსენებთ, რომ დღეს რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში იმართება.
ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში დააკავეს.