რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. თარიღი ფედერაციის საბჭომ უკვე დაამტკიცა. სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, თარიღის განსაზღვრასთან ერთად იწყება წინასაარჩევნო კამპანია.
მისივე თქმით, არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იქნება, რომელმაც რუსეთის განვითარების ვექტორი უნდა განსაზღვროს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას თქმით, განიხილება სამდღიანი არჩევნების ჩატარების საკითხიც, ამ შემთხვევაში ხმის მიცემა 15, 16 და 17 მარტს გაიმართება.