რუსეთში სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და სირიის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას
რუსეთში სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და სირიის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და სირიის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც რუსული მედია წერს, სამხედრო წვრთნები „აღმოსავლეთი 2022“ ხვალიდან დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 50 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 5 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 140 საფრენი აპარატი და 60 საბრძოლო ხომალდი, კატერი და მომარაგების გემი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მანევრებში ჩაერთვებიან სამხედროები აზერბაიჯანიდან, ალჟირიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ჩინეთიდან, ლაოსიდან, მონღოლეთიდან, ნიკარაგუადან, სირიიდან და ტაჯიკეთიდან.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში დაგეგმილ წვრთნებში 2 000 ჩინელი სამხედრო და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.