რუსეთში, სამხედრო ნაწილში სროლის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, სამხედრო ნაწილში მომხდარი სროლის დროს სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ რუსული მედია ძალოსანი უწყების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის არიან ახალწვეულები.
არიან დაშავებულებიც. მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი ერთ-ერთმა ჯარისკაცმა გახსნა, რომლის განეიტრალებაც ადგილზე მოხერხდა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.