რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.
როგორც იტყობინებიან, ან-148 რუსეთის დედაქალაქის დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრინდა და მისი სიგნალი რადარებიდან მალევე გაქრა. ლაინერი, რომელიც სარატოვის ავიახაზებს ეკუთვნის მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა.
ბორტზე 65 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ თვითმფრინავი რამენსკის რაიონში ჩამოვარდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის. ადგილზე გაემგზავრნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები.