რუსეთში ქუჩის სავალუტო ტაბლოები დღეიდან ოფიციალურად აიკრძალა.
ამ კუთხით საკანონმდებლო რეგულირებაზე ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გახდა ცნობილი.
კანონს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა. ამის შემდეგ გადაწყვეტილება უკვე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო, რომელიც 23 აპრილს გამოქვეყნდა და დღეიდან ამოქმედდა.
ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს ვალუტის გადამცვლელ უკანონო პუნქტებთან ბრძოლას. ამასთან, სავალუტო ტაბლოები კვლავ დასაშვებია ბანკების შენობებზე.