რუსეთში ქუჩის სავალუტო ტაბლოები აიკრძალა. შესაბამისი კანონი ჯერ სახელმწიფო სათათბირომ, შემდეგ კი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა. მედიის ცნობით, დოკუმენტს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
ცენტრალური ბანკის განმარტებით, სიახლე ვალუტის გადაცვლის უკანონო პუნქტებთან ბრძოლას ემსახურება. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ცვლილების შედეგად მოსახლეობა სავალუტო რყევებს უფრო მშვიდად შეხვდება.