რუსეთში, პერმის მხარეში მდებარე ქიმიურ ქარხანაში, აფეთქება მოხდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაიღუპა სამი ადამიანი.
აფეთქება ქალაქ ბერეზნიკიში მდებარე ამიაკის მწარმოებელ ქარხანაში მოხდა. საწარმო კომპანია „ურალხიმის“ ფილიალია.
შემთხვევის შედეგად ასევე ჰოსპიტალიზებულია ერთი ადამიანი.