რუსეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
რუსეთის, სამარის ოლქში პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, 61 წლის ვასილ მონიავა დააკავა. სამართალდამცველებმა მამაკაცი საბრძოლო მასალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვასილ მონიავა მძღოლთან ერთად უნომრო ავტომობილით გადაადგილდებოდა. მონიავას სკამის ქვეშ პოლიციამ ხელყუმბარა აღმოაჩინა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, ვასილი მონიავა, რომელიც ასევე ცნობილია ზედმეტსახელით „ვასო“, ბოლო პერიოდში ალტაის მხარეში ცხოვრობდა. საქართველოში დაბადებული მონიავა ნარკოტიკის მოხმარებისთვის რამდენჯერმე დააკავეს. 2009 წელს ის ყაზახეთში მიგრაციული კანონმებლობის დარღვევის გამო დააკავეს და რუსეთში გააძევეს.