რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპულები
რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპულები

რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპულები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. უნივერსიტეტის შენობაში შეიარაღებული მამაკაცის შესვლის შემდეგ, სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში ჩაიკეტა, რამდენიმე სტუდენტი კი, ფანჯრიდან გადახტა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეირაღებული მამაკაცი უკვე დაკავებულია.