რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
რუსული მედიის ცნობით, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხალი გასკდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ოპერატიული სამსახურის ცნობით, წყალდიდობის ზონაში ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
ორენბურგის ოლქის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქში კაშხლის ნაწილი გაირღვა. ევაკუაციისთვის მომზადებულია დროებითი ევაკუაციის ცენტრები.
როგორც მედია წერს, მაშველები კაშხლის გამაგრებას ცდილობენ.