რუსეთში, ომსკის ოლქის ჯანდაცვის გაუჩინარებული მინისტრი ალექსანდრ მურახოვსკი ცოცხალი იპოვეს
რუსეთში, ომსკის ოლქის ჯანდაცვის გაუჩინარებული მინისტრი ალექსანდრ მურახოვსკი ცოცხალი იპოვეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მურახოვსკი ტყეში კვადროციკლით 7 მაისს შევიდა და მისი დაკარგვა ოფიციალურად 9 მაისს, მას შემდეგ დაადასტურეს, რაც სამონადირეო ბაზიდან ექვს კილომეტრში მისი კვადროციკლი აღმოაჩინეს.
ექიმის ძებნაში ჩართული იყო პოლიცია, გვარდია, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და ადგილობრივი მოსახლეობა. ძებნისას გამოიყენეს ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი.
ალექსანდრ მურახოვსკი ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი გასული წლის ნოემბერში გახდა. მანამდე, მურახოვსკი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთავარ ექიმად მუშაობდა, სადაც აგვისტოში შეუძლოდ მყოფი ალექსეი ნავალნი მიიყვანეს.
ალექსანდრ მურახოვსკი პირველი ექიმი იყო, რომელმაც ალექსეი ნავალნის უმკურნალა.