რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამით „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როსპოტრებნადზორი“ ავრცელებს.
ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩნდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან რუსეთში ჩასულ ორ მგზავრს.
როგორც იუწყებიან, მგზავრებს კორონავირუსი რუსეთში ჩასვლისთანავე აღმოუჩინეს და ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ.
მათთან ერთად „კოვიდ-19“ კიდევ რვა მგზავრს დაუდასტურდა. კონკრეტულად რომელი შტამით არიან ინფიცირებულები მგზავრები ჯერ უცნობია. მათი კვლევა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ამ ეტაპზე 30-ზე მეტ ქვეყანაშია აღრიცხული.