რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდში ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ რუსული მედია ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, აფეთქებების შედეგად, 19 ადამიანი დაშავდა. მათ სხეულის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დაზიანებები აქვთ მიღებული. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე უტარდებათ.
როგორც ცნობილია, აფეთქებები ქალაქ ძერჟინსკის დასავლეთ ნაწილში მოხდა, რის შემდეგაც, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე კომპანია „გოსნი კრისტალის“ ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების და სახანძრო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ტროტილის მწარმოებელ საამქროს ტერიტორიაზე მოხდა.