რუსეთში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა ისრაელის მოქალაქემ საპატიმრო შეწყალების შედეგად დატოვა
რუსეთის პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, ნაამა ისახარმა საპატიმრო დატოვა. ისრაელისა და აშშ-ის მოქალაქე ნარკოტიკების დანაშაულის გამო იყო დაპატიმრებული.
ნიუ ჯერსიში დაბადებული ნაამა ისახარი 2019 წლის აპრილში, მოსკოვის აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც ჩანთაში ცხრა გრამი კანაფი აღმოუჩინეს.
ნაამა ისახარის საქმე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ისახარი, მოსკოვში, ვლადიმერ პუტინის და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრამდე გაათავისუფლეს. ორი ქვეყნის ლიდერი დღეს დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას განიხილავს.