რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება
რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება

რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება.

განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 995 000-ზე მეტი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 4 993 ახალი შემთხვევა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვი 83-ით გაიზარდა.

ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“-სგან 809 387-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 176 პაციენტი გარდაიცვალა.