რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 9 434-ით გაიზარდა.
განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 335 882-ს აღწევს.
რუსეთმა მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით მეორე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა.
რუსეთში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 107936-ს აღწევს, მათ შორის 8 111 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაწერეს საავადმყოფოებიდან. გარდაცვლილია 3 388 პაციენტი, მათ შორის 139 ბოლო 24 საათის განმავლობაში.