რუსეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევები რეკორდულ ნიშნულზეა
რუსეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევები რეკორდულ ნიშნულზეა

რუსეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევები რეკორდულ ნიშნულზეა. რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 929 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში რუსეთში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რაოდენობა 212 625-აღწევს.

რუსეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 25 133 ადამიანს დაუდასტურდა.

მსოფლიო პანდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში „კოვიდ-19“-ით 7 662 560 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 6 778 00 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.