რუსეთში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 26 509-ით გაიზარდა
რუსეთში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 26 509-ით გაიზარდა.
რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში კორონავირუსული ინფექცია 2 734 454 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ 19“-ს 596 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში ვირუსით ქვეყანაში 48 564 ადამიანი დაიღუპა.
გასული დღე ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსული ინფექციისგან 26 490 ადამიანი განიკურნა, სულ კი ქვეყანაში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 2 176 100-ს აღწევს. ამ დროისთვის რუსეთში 509 790 პაციენტია.