რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 121 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 951 897 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 16 310 ადამიანი.