რუსეთში „კოვიდ-19“-ის 28 209 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 26,109 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 585 გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში გამოვლენილია დაინფიცირების 2 მილიონ 800 ათასზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 2 254 742 გამოჯანმრთელდა, ხოლო 50,347 გარდაიცვალა.