ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 14 922 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 8 617 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 279 გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, რუსეთის მასშტაბით, „კოვიდ-19“-ით 1 384 235 ადამიანი დაინფიცირდა, 1 065 199 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 24 002-ს აღწევს.