რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ამ დროის მონაცემებით 59-ს შეადგენს.
როგორც რუსული მედია იუწყება, ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზრდა.
ვირუსი აღენიშნება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
ვირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვში, ერთი მოსკოვის ოლქში, ერთი კალინინგრადში, ერთი სანქტს პეტერბურგში და ორი კემეროვის ოლქში.
როგორც ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, უკვე დადგენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები და მათი მონიტორინგი მიმდინარეობს.