რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსის 9 268 შემთხვევა გამოვლინდა და 138 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 405 843 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 4 693 ადამიანი.