რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 859 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 859 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 859 შემთხვევა გამოვლინდა, 174 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 3 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 204 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 975 859 გამოჯანმრთელდა, 21 251 პაციენტი კი, გარდაიცვალა.