რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 153 ადამიანი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 153 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 7 425 ახალი შემთხვევა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 23 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 599 705 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 8 359-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 356 439 ინფიცირებული.