რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 10 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 4 703 მოსკოვში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 96 პაციენტი ემსხვერპლა. ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ს უკვე 242 271 ადამიანს აქვს დადგენილი, რითაც რუსეთი მსოფლიოში ინფიცირებულთა ოდენობით მეორე ადგილს იკავებს. კორონავირუსისგან განიკურნა 48 ათასამდე ადამიანი.