რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 197 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 8 855 ახალი შემთხვევა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 458 687 შემთხვევაა რეგისტრირებული.
გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 5 725-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 221 388 ინფიცირებული.