რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 251 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 37 374 პირს, 36 414 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
18 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 9 მილიონ 219 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 მილიონ 919 ათასს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 260 335 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 58 მილიონამდე ადამიანი.