რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის საავადმყოფოში 79 წლის ქალი დაიღუპა.
რუსეთის ოპერატიული შტაბის ცნობით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა. ქალს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის დიაბეტი, ათეროსკლეროზი და გულის ჰიპერტონიული დაავადება ჰქონდა.
პაციენტი 13 მარტს კერძო კლინიკაში მოათავსეს, 16 მარტიდან კი მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის ახლო წრე დადგენილია, რომლებიც ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან.