რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 117 ადამიანი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 828 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 19 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 937 321 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 749 423 გამოჯანმრთელდა.
რუსეთში „კოვიდ-19“-ით სულ 15 989 ადამიანი გარდაიცვალა.