რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 694 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 355-ით გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსის 5 063 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 677 000 აღემატება, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 121 162 შეადგენს.