რუსეთში კორონავირუსის 9 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 983 პირი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 232 შემთხვევა გამოვლინდა, 9 983 პირი გამოჯანმრთელდა, 396 პაციენტი კი, გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
20 მაისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 974 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 591 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 117 361 პაციენტი გარდაიცვალა.