რუსეთში კორონავირუსის 8 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 342 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 697 შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 342 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 268 471 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 110 862 ადამიანი.