რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ პირველი მაისის შემდეგ, ეს ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
29 აპრილის შემდეგ, დაინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა მოსკოვშიც. ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში „კოვიდ-19“ 344 481 ადამიანს დაუდასტურდა, 113 299 კი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის, რუსეთის მასშტაბით 227 641 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 112 080 მხოლოდ მოსკოვში. ბოლო ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ-19“-ს 153 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 59 მოსკოვში, 20 პეტერბურგში, 14 დაღესტანში.