რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 339-ით გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
31 მაისი მონაცემებით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 265 000 აღემატება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსის 5 071 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 684 000 აღემატება, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 121 501 შეადგენს.