რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 329 შემთხვევა გამოვლინდა, 8 255 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 370 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
8 მაისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 871 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 488 ათასს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 112 992 პაციენტი გარდაიცვალა.