რუსეთში კორონავირუსის 7 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გააკეთეს.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 569 063 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში რუსეთში ვირუსს 181 პაციენტი ემსხვერპლა. სულ ეპიდემიის დროს ქვეყანაში გარდაიცვალა 7 841 ადამიანი.
როგორც ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, ბოლო დღე-ღამეში რუსეთში ვირუსი 10 ათასზე მეტმა პაციენტმა დაძლია. სულ გამოჯანმრთელდა 320 000-ზე მეტი ადამიანი.