რუსეთში კორონავირუსის 5 509 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 57 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის 5 509 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 57 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 509 ადამიანი დაინფიცირდა, 57 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 68 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 878 700 გამოჯანმრთელდა, 18 635 პაციენტი კი გარდაიცვალა.