რუსეთში კორონავირუსის 40 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 189 პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 32 807 ადამიანი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 189 პაციენტი გარდაიცვალა, რაც პანდემიის გამოცხადების დღიდან ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
3 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 8 633 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 445 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 242 060 პაციენტი გარდაიცვალა.