რუსეთში კორონავირუსის 4 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 73 ადამიანი
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 4 852 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა ქვეყანაში 956 000-ს აჭარბებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსულ ინფექციას ქვეყანაში 73 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით უკვე 16 383 ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსის 169 727 აქტიური შემთხვევაა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ-19“-სგან 3 162 ადამიანი განიკურნა, საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 770 000-ს აჭარბებს.