რუსეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 942 106 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 755 513 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 110 ადამიანი გარდაიცვალა.
რუსეთში„კოვიდ-19“-ით სულ 16 099 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.